ერთ-ერთი დაკავებულის თქმით, აგრესიის გამოხატვა მას შემდეგ დაიწყო, რაც უთხრეს, რომ პოლიცია აქციაზე შეკრებილ ხალხს თათრებს ეძახდა

ერთ-ერთი დაკავებულის თქმით, აგრესიის გამოხატვა მას შემდეგ დაიწყო, რაც უთხრეს, რომ პოლიცია აქციაზე შეკრებილ ხალხს თათრებს ეძახდა

ბათუმის საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთი დაკავებულის თქმით, აგრესიის გამოხატვა და უწმაწური სიტყვებით საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც უთხრეს, რომ პოლიცია აქციაზე შეკრებილ ხალხს თათრებს ეძახდა. 

როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ბათუმის საქალაქო სასამართლოდან იტყობინება, ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული ლაშა დეკანაძის პროცესი მიმდინარეობს. 

ბრალდებულმა სასამართლოში იმ გარემოებებზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, აგრესიის მიზეზი გახდა. ლაშა დეკანაძის თქმით, აქციაზე ის შემთხვევით მოხვდა, როდესაც სახლში მიდიოდა და აგრესიის გამოხატვა და უწმაწური სიტყვებით საუბარი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც უთხრეს, რომ პატრული აქციაზე შეკრებილ ხალხს თათრებს ეძახდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინ განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.