დეპუტატის თქმით, სამართალდამცველებმა ბათუმში ადეკვატურად იმოქმედეს

დეპუტატის თქმით, სამართალდამცველებმა ბათუმში ადეკვატურად იმოქმედეს

დეპუტატ მამუკა მდინარაძის განცხადებით, გუშინ, ბათუმში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, პოლიციამ ადეკვატურად იმუშავა.

მდინარაძის თქმით, გამოძიება დაადგენს, ვინ იდგა აღნიშნული ქმედებების უკან.

"სამართალდამცველთა მხრიდან ადგილი ჰქონდა აბსოლუტურად ადეკვატურ მოქმედებებს იმაზე, რაც გუშინ ხდებოდა. დარწმუნებული ვარ, ისინი გააგრძელებენ სწორ სამართლებრივ რეაგირებას, ეს უნდა აისახოს გამოძიებაშიც, რომელმაც ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. ჩვენ გუშინ ვხედავდით, როგორ მოუწოდებდნენ ე.წ. სოლიდარობისკენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. ამას თავისი სახელი უნდა დაერქვას. ისინი ცდილობდნენ, რომ ის ესკალაცია, რაც ხდებოდა ბათუმის ქუჩებში გადაზრდილიყო მთელი ქვეყნის მასშტაბით ესკალაციაში. ამის მიზეზია, "ნაციონალური მოძრაობის" გამუდმებული ზრახვები, რომ ჩვენმა ქვეყანამ ადგილი ვერ დაიმკვიდროს ევროპულ სამყაროში. ამ აქციების უკან იდგნენ თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ამაზე საფუძვლიანი ეჭვებია, თუმცა დეტალებს გამოძიება დაადგენს",- განაცხადა მდინარაძემ.