„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა გამოიყენეს არსებული ვითარება პოლიტიკური მიზნებისთვის და დესტაბილიზაციის მცდელობაზეც კი წავიდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა გამოიყენეს არსებული ვითარება პოლიტიკური მიზნებისთვის და დესტაბილიზაციის მცდელობაზეც კი წავიდნენ

მომხდართან დაკავშირებით შეფასებები არის ცალსახა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა გამოიყენეს არსებული ვითარება მათი პოლიტიკური მიზნებისთვის და დესტაბილიზაციის მცდელობაზეც კი წავიდნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისი თქმით, კადრებში პირდაპირ ჩანდნენ ადამიანები, ვინც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

"ბათუმში სიმშვიდეა. ქალაქი უახლოეს საათებში დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს. მომხდართან დაკავშირებით შეფასებები არის ცალსახა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა გამოიყენეს არსებული ვითარება მათი პოლიტიკური მიზნებისთვის და დესტაბილიზაციის მცდელობაზეც კი წავიდნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იმისთვის, რომ პოლიტიკური ქულები მიეღოთ. შს მინისტრმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც გამოყენებული იყვნენ ამ ძალადობაში და ისინიც, რომლებიც ორგანიზებას უკეთებდნენ ამ ძალადობას. სახელმწიფო მაქსიმალურად, შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება ყველა ადამიანს, ვინც დაზარალდა. კადრებში პირდაპირ ჩანდნენ ადამიანები, ვინც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. თუ ვინ უკეთებდა ამ ყველაფერს ორგანიზებას, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ",- განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, პოლიციამ გამოყენა პროპორციული ძალა და აჩვენა უახლესი ისტორიის მაგალითი, რომ ზედმეტი ძალის გამოყენების გარეშე შესაძლებელია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. "პოლიციამ გუშინ მოახერხა ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე", - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა. 

ამ წუთებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკოს მთავრობის შენობაში თათბირი მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერი, შს მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი და სხვები ესწრებიან.