ჯგუფმა „The Killers” ახალი ალბომი ჩაწერა

ჯგუფმა „The Killers” ახალი ალბომი ჩაწერა

გამოცემა „New Musical Express”-ის ინფორმაციით, ცნობილი ამერიკული ჯგუფი “The Killers” წევრებმა ახალ სტუდიურ ალბომზე მუშაობა დაასრულეს.

ამ ნამუშევრის სახელწოდებაა „Battle Born” და გაყიდვაში მიმდინარე წლის დეკემბერში გამოვა.

ჯგუფის წინა დისკმა „Day & Age” დღის სინათლე 2008 წელს იხილა. ალბომმა ბრიტანულ ჰიტ-აღლუმში პირველი ადგილი დაიკავა, ამერიკულ რეიტინგებში კი მეექვსე საფეხურზე განთავსდა.

ჯგუფი „The Killers” ქალაქ ლას-ვეგასში 2002 წელს ჩამოაყალიბდა. მის შემადგენლობაში შედიან ვოკალისტი ბრენდონ ფლაუერსი, გიტარისტი დეივ კენინგი, ბას-გიტარისტი მარკ სტორმერი და ვოკალისტი რონი ვანუჩი-უმცროსი.

მუსიკალური კარიერის განმავლობაში სამი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. პირველი „Hot Fuss” 2004 წელს გამოვიდა.

ჯგუფს არსებობის განმავლობაში 25 მილიონამდე ალბომი აქვს გაყიდული.