რამდენიმე ვერსიის თეორიული დაშვება შეიძლება, თუმცა კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ

რამდენიმე ვერსიის თეორიული დაშვება შეიძლება, თუმცა კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ

ბუნებრივია, რომ გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით გარკვეული ლოგიკური ეჭვები გაჩნდა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ”ქართული ოცნების” დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. 

ამასთან, დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომხარდთან დაკავშირებით მხოლოდ იმ ინფორმაციას ფლობს, რაც მედიასაშუალებებით ვრცელდება. 

”პატრული ავტოსაგზაო წესების დარღვევისათვის ყოველდღიურად ასობით და ათასობით მოქალაქეს აჯარიმებს, ამიტომ ბუნებრივია, გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით გარკვეული ლოგიკური ეჭვები გაჩნდა. ამ ეჭვებს ისიც აღრმავებს, რომ უცბად აქციაზე ადგილობრივი ოპოზიციონერი ლიდერები გამოჩნდნენ, რომლებიც ხალხს მასობრივი პროტესტისკენ მოუწოდებდნენ”, - განაცხადა ქუცნაშვილმა. 

”ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, რამდენად შეიძლება გუშინდელი პროცესების უკან სუს-ის წარმომადგენლები იდგნენ, რაზეც ინფორმაცია არაოფიციალურად ვრცელდება, ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ ამ კოტექსტში რამდენიმე თეორიული დაშვების გაკეთება შეიძლება.

”ერთი დაშვება მდგომარეობს იმაში, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ გააჩინონ ახალი წინააღმდეგობის მიზეზები. მეორე - მინისტრ გიორგი მღებრიშვილის მიმართ გააჩინონ კიდევ უფრო მეტი უნდობლობა. მესამე თეორიული დაშვება შეიძლება იყოს ის, რომ ადგილზე სამართალდამცავ ორგანოებს შორის მიმდინარეობს კონკურენცია - ადრე კონკურენცია იყო სუს-სა და პროკურატურას შორის და ახლა შეიძლება არის კონკურენცია პატრულსა და სუს-ს შორის. ასეთი თეორიული დაშვება შეიძლება, თუმცა კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ”, - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.