„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „მწვანე მუშტმა“ ბათუმში დაგეგმილი აქციები გააუქმა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „მწვანე მუშტმა“ ბათუმში დაგეგმილი აქციები გააუქმა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „მწვანე მუშტმა“ ბათუმში დაგეგმილი აქციები გააუქმა. „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში შესაბამისი განცხადება მირდატ ქამადაძემ გააკეთა. 

გუშინ ბათუმში განვითარდა ძალიან ცუდი მოვლენები. მას შემდეგ, რაც მშვიდობიანი აქცია ხელისუფლების პროვოცირების შემდგომ გადაიზარდა ქაოსში, ხელისუფლებამ ვეღარ შეძლო ამ მოვლენების მართვა. „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ მკაცრად ემიჯნება იმ ვანდალიზმს, რაც მოხდა გუშინ ბათუმში. პასუხისმგებლობა ამ მოვლენებზე სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. აქვე საზოგადოებას გვინდა ვამცნოთ, რომ ხელისუფლება ცდილობს, ეს მოვლენები გადააბრალოს „ნაციონალურ მოძრაობას“. იმისთვის, რომ საზოგადოება არ იყოს დაძაბულ მდგომარეობაში, ჩვენ დღეს, 18:00 საათისთვის დაანონსებული აქცია გავაუქმეთ. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ნაცვლად პოლიტიკური განცხადებებისა და ოპონენტებზე გადაბრალებისა, დაუყოვნებლივ გამოიძიოს გუშინ განვითარებული ვანდალური მოვლენები და მიუხედავად იმისა, ვინ იქნება დამნაშავე, მკაცრად აგებინონ მათ პასუხი“, - განაცხადა ქამადაძემ.

16:00 საათისთვის დაგეგმილი აქცია გააუქმა მოძრაობა „მწვანე მუშტმაც“. არასწორად გაიგეთ ჩემი განცხადება! გუშინ, როცა სპეცრაზმმა დაშლა დაიწყო მანიფესტაციის, აქციის მონაწილეებმა თქვეს პლაზასთან გადავინაცვლოთო, რამდენიმე აქტივისტმა (მათ შორის მე) დაშლისკენ მოვუწოდეთ, სანაცვლოდ კი კვირას, 16:00 აქცია შევთავაზეთ. „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ გამიჯვნოდნენ (ისინი 6 საათზე იკრიბებიან) და მშვიდობიანად გაეპროტესტებინათ ის, რაც შესაძლოა სამართლიანი იყოს“, - წერს სოციალურ ქსელში „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელი გოჩა სურგულაძე.