საქართველოში არის აბსოლუტურად დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი, რომელიც არად დაგიდევს ქვეყნის სტაბილურობას

საქართველოში არის აბსოლუტურად დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი, რომელიც არად დაგიდევს ქვეყნის სტაბილურობას

საქართველო არის ქვეყანა, რომელშიც არის აბსოლუტურად დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი, რომელიც არად დაგიდევს ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი მოქალაქეების უფლებას, იცხოვრონ მშვიდად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში, პოლიციის სამმართველოს ეზოში განუცხადა.

გიორგი კვირიკაშილი კახი კალაძესთან და გიორგი მღებრიშვილთან ერთად პოლიციის სამმართველოში შეხვედრას მართავს. მისი თქმით, ოპოზიციის ეს ნაწილი ადამიანების ყველაზე სათუთ გრძობებსაც კი იყენებს იმისთვის, რომ საკუთარ მიზანს მიაღწიოს.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რომელ ოპოზიციურ პარტიებს გულისხმობს გიორგი კვირიკაშილი ამ განცხადებაში, პრემიერის თქმით, „ეს ყველამ კარგად იცის“. 

„შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი, რომ ეს არის ქვეყანა, რომელშიც არის ძალიან კონსტრუქციული, ქვეყნის მოყვარული მთავრობა, რომელიც ზედმიწევნით იცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და სტაბილურობას. ასევე, ეს არის ქვეყანა, რომელშიც არის აბსოლუტურად დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი, რომელიც არად დაგიდევს ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი მოქალაქეების უფლებას, იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში და იყენებს ყველაზე სათუთ გრძნობებსაც კი იმისთვის, რომ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს. ეს არის სიმართლე“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანია „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, ოღონდაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში“.