იმედი მაქვს, მსგავს ვანდალიზმს ბათუმი არასოდეს გაიმეორებს, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.
„ამ ყველაფერს აქვს მხოლოდ ერთი შეფასება და ერთი სიტყვით შეიძლება, შემოვიფარგლოთ - ეს არის ვანდალიზმი. ამას არანაირი საერთო სამოქალაქო პროტესტთან არ გააჩნია. ძალიან ცუდი ფაქტია. იმედი მაქვს, მსგავს რამეს ბათუმი არასოდეს გაიმეორებს“, - განაცხადა გაბაიძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო უნდა იდგეს თავის დონეზე და ეს ასეც არის. „სახელმწიფო თავის დონეზე დგას. ამ ქვეყანას გააჩნია კონსტიტუცია, აქვს პარლამენტი და შესაბამისად, ყველა ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ კანონს“, - დასძინა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.