პროტესტის გამოხატვა ვანდალიზმითა და სამართალდამცველების დაშავებით, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში დაუსჯელი არ რჩება თემა: არეულობა ბათუმში

პროტესტის გამოხატვა ვანდალიზმითა და სამართალდამცველების დაშავებით, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში დაუსჯელი არ რჩება თემა: არეულობა ბათუმში

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბათუმის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. როგორც კალაძემ განაცხადა, პროტესტის გამოხატვა ვანდალიზმით და სამართალდამცავების დაშავებით, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ რჩება დაუსჯელი.

”მთავარია ყველა დამშვიდდეს და მოთმინებით დაელოდოს კანონის აღსრულებას. არც ბათუმს, არც საქართველოს და არც პოლიციელებს, რომლებიც ჩვენი და კანონის სადარაჯოზე დგანან, არ უნდა ვაკადროთ ასეთი არეულობა. არ უნდა აკადროთ საკუთარ თავსა და ღირსებას. არ აყვეთ პროვოკაციებს. მთავარია პროცესი მივმართოთ იქითკენ, რომ ყველაფერი დალაგდეს. პროტესტის გამოხატვა ვანდალიზმით და სამართალდამცველების დაშავებით, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ რჩება დაუსჯელი. ცხადია, თუ პოლიციელების მხრიდან არის კანონის გადამეტება, არც ეს დარჩება დაუსჯელი. ამიტომ ვცეთ საკუთარ ქვეყანას და ქალაქს პატივი, ვცეთ ერთმანეთს პატივი. გთხოვთ, მოგიწოდებთ, ანგარიში გაუწიეთ თქვენს თანამოქალაქეებს და დაიშალეთ. ქუჩებში სირბილი, კერძო საკუთრების დარბევა, პოლიციის შენობის შტურმით აღება დანაშაულია. კარგად გააცნობიერეთ ეს ყველაფერი. დამშვიდდით და დაელოდეთ ხვალინდელ დღეს. მე ვდგავარ თქვენი, ბათუმელებისა და სამართალდამცველების გვერდზე. მეც ველოდები სიტუაციის განმუხტვას და კანონის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ პროვოკატორებისა და უკანონობის წინააღმდეგ”, - განაცხადა კახა კალაძემ.