ვფიქრობ, შს სამინისტროს მხრიდან მაქსიმალურად პროპორციულად იყო ძალა გამოყენებული

ვფიქრობ, შს სამინისტროს მხრიდან მაქსიმალურად პროპორციულად იყო ძალა გამოყენებული

ვფიქრობ, შს სამინისტროს მხრიდან მაქსიმალურად პროპორციულად იყო ძალა გამოყენებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გუშინ, ბათუმში განვითარებული მოვლენებისას შს სამინისტროს რეაგირების კომენტირებისას განუცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედებებით, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად იქნა აცილებული ის ზიანი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო წარმოდგენილი დაზარალებული მოქალაქეების სახით. ბუნებრივია, ყოველთვის ყველაფერი ბუნებაში ტოვებს გარკვეულ შემთხვევაში უკეთესის სურვილს, მაგრამ ამ ეტაპისთვის, ვფიქრობ, შს სამინისტროს მხრიდან მაქსიმალურად პროპორციულად იქნა ძალა გამოყენებული, განსაკუთრებით ვგულისხმობ იმ ეპიზოდს, როდესაც ხდებოდა ზღვარგადასული კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები დემონსტრანტების მხრიდან“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.