დავით რაქვიაშვილი - ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ კრიზისის ფორმირების ანალიზი გაკეთდეს

დავით რაქვიაშვილი - ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ კრიზისის ფორმირების ანალიზი გაკეთდეს

ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ამ კრიზისის ფორმირების ანალიზი გაკეთდეს, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა ბათუმში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, ის შეხვდა შს მინისტრს და არსებული სიტუაცია მიმოიხილა.

„სიტუაცია არის სტაბილური, კონტროლს ექვემდებარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც იყო დაზარალებული, უკვე გამოწერილია. ჩვენ მოვინახულებთ დარჩენილებს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია, მთლიანად ამ კრიზისის ფორმირების ანალიზი გაკეთდეს და ყველა იმ კითხვას, რომელიც არსებობს, ამ ანალიზის და შეფასების პერიოდში გაეცემა პასუხი“, - განაცხადა რაქვიაშვილმა. 

უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ მომხდარის ვერსიებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მიიჩნევს, რომ „იმ ეტაპიდან, როდესაც აქციის შინაარსი გადაიზარდა საკმაოდ აგრესიულ მოწოდებებში პოლიციასთან მიმართებაში, აქციას საკმაოდ ვანდალური ხასიათი მიეცა“.