დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ.საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ.საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. სააგენტო „აბხაზია-ინფორმის“ ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის ვალერი ბგანბას განცხადებით, ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთში რამდენიმე საერთაშორისო დამკვირვებელს ელოდებიან.
მისი თქმით, მოწვევა გაეგზავნა ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას იმ ქვეყნებში, ვინც „აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა“, ასევე, რამდენიმე ათეულ უცხოურ ორგანიზაციას, ვინც არჩევნების მონიტორინგს ეწევა.
სააგენტოს ცნობით, 2012 წლის არჩევნებზე აფხაზეთში 45 საერთაშორისო დამკვირვებელი იმყოფებოდა.