ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული, მოძრაობა აღდგენილია

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული, მოძრაობა აღდგენილია

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, რომელიც წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული, მოძრაობა აღდგენილია. 

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ქუჩის დასუფთავებითი სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა და მოძრაობაც ცოტა ხნის წინ აღდგა. 

ბათუმის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ამ დროისთვის აჭარის პოლიციის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებენ.