შს მინისტრი აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში საკადრო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს

შს მინისტრი აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში საკადრო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ამ ეტაპზე აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში საკადრო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას ვერ ხედავს. 
თუმცა, როგროც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, ის დეტალურად შეისწავლის ყველა იმ პრეტენზიას, რომელიც აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ამჟამინდელი ხელმძღვანელის, კახაბერ ბუხრაძის მიმართ ისმის. 
”შესაძლებელია ვინმეს მისამართით, ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია, მაგრამ ის რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს ყოველგვარ ზღვარს სცდება. პროტესტის გამოხატვის ამგვარი ფორმა კატეგორიულად მიუღებელია. ჩემს მიერ დეტალურად იქნება შესწავლილი ყველა ის პრეტენზია, რასაც ბუხრაძის მისამართით გამოთქვამენ. მე არ გამოვრიცხავ საკადრო ცვლილებასაც, მაგრამ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ”, - განაცხადა შს მინისტრმა.