აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ბათუმის საავადმყოფოებში წუხელ 33 ადამიანი შეიყვანეს, რომელთაგან 15 პოლიციელია

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ბათუმის საავადმყოფოებში წუხელ 33 ადამიანი შეიყვანეს, რომელთაგან 15 პოლიციელია

წუხელ ბათუმის საავადმყოფოებში სულ 33 ადამიანი შეიყვანეს, რომელთაგან 15 პოლიციელია. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამართალდამცავებს ძირითადად ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ, რომელიც ბლაგვი საგნით აქვთ მიყენებული.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები საავადმყოფოებში ძირითადად ცრემლსადენი გაზის მოწამლვის დიაგნოზით არიან შეყვანილები. 

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, დაშავებულების უმეტესობა საავადმყოფოდან, შესაბამისი დახმარების გაწევის შემდეგ უკვე გაწერეს და სტაციონარში მხოლოდ ერთი ადამიანი რჩება, რომელსაც სავარაუდოდ ტვინის შერყევა აღენიშნე