გიორგი მღებრიშვილი - პირობას ვდებ, რომ ყველა ის პირი, ვინც ამ ვანდალური აქტის ორგანიზატორი იყო ან მასში მონაწილეობდა, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება

გიორგი მღებრიშვილი - პირობას ვდებ, რომ ყველა ის პირი, ვინც ამ ვანდალური აქტის ორგანიზატორი იყო ან მასში მონაწილეობდა, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება

პირობას ვდებ, ყველა ის პირი, ვინც ამ ვანდალური აქტის ორგანიზატორი იყო ან მასში მონაწილეობდა, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბათუმში წუხელ განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განუცხადა.

მღებრიშვილის თქმით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ადეკვატური და პროპორციული ძალა გამოიყენა.

„სიტუაცია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს. პოლიცია სრულად აკონტროლებს სიტუაციას. მსგავსი ქაოსი და ნებისმიერი სახის არეულობა საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხდება. პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე. პოლიციამ გამოიყენა ადეკვატური, პროპორციული ძალა და მინდა გითხრათ, რომ ეს ქალაქი ააცილა უფრო მეტ ვანდალურ აქტს, ვიდრე ეს ჩაიდინა ერთმა ქუჩამ. პირობას ვდებ, ყველა ის პიროვნება, რომელიც ორგანიზატორი იყო ამ ვანდალური აქტის და იღებდა მასში მონაწილეობა, დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით. დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება. მიმდინარეობს პიროვნებების იდენტიფიცირება. რამდენიმე მათგანი უკვე იდენტიფიცირებულია და ვაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა, რომლის ინფორმაციითაც, ამ დროისთვის წუხანდელ აქციაში მონაწილე 40-მდე პირია დაკავებული.