როგორ გამოიყურება აჭარის მთავარი სამმართველოს ტერიტორია აქციის შემდეგ - ფოტორეპორტაჟი შემთხვევის ადგილიდან

როგორ გამოიყურება აჭარის მთავარი სამმართველოს ტერიტორია აქციის შემდეგ - ფოტორეპორტაჟი შემთხვევის ადგილიდან

ბათუმში, აჭარის მთავარ სამმართველოსთან ამ დროისთვის სიმშვიდეა. ადგილზე დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. შესაბამის სამუშაოებს აწარმოებენ ექსპერტ-კრიმინალისტებიც.

აქცია, რომელიც გუშინ დაიწყო, ღამით გამწვავდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის რამდენიმე ავტომანქანა დააზიანეს და ცეცხლი წაუკიდეს, ასევე დაამსხვრიეს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმი, რომელსაც მომიტინგეების წინააღმდეგ რამდენჯერმე ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენება დასჭირდა. 

შსს-მ გამთენიისას სპეცოპერაცია ჩაატარა და აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაატოვებინა. შედეგად დაკავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი.

„ინტერპრესნიუსის“ გადამღები ჯგუფი ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. იხილეთ აჭარის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის არსებული ვითარების ამსახველი ფოტოგალერეა.