ბათუმში, აქციის მონაწილეების ნაწილი პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ მიემართება

ბათუმში, აქციის მონაწილეების ნაწილი პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ მიემართება

ბათუმში, აქციის მონაწილეების ნაწილი ამ წუთებში პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ მიემართება. აქციის მონაწილეების ნაწილი კი, ჭავჭავაძის ქუჩაზე, პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. 

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პოლიციის ძალადობრივ ქმედებას აპროტესტებენ და დაკავებული 5 პირის გათავისთუფლებას ითხოვენ.

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოსახლეობასა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

ჭავჭავაძის ქუჩაზე დღეს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მძღოლს ჯარიმა დაუწერა, რასაც მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა.