ევროპა აქ არის, ჩვენს ქვეყანაში და ამას ვერ მოერია მიხეილ სააკაშვილი და ვერ მოერევა დღევანდელი ხელისუფლებაც

ევროპა აქ არის, ჩვენს ქვეყანაში და ამას ვერ მოერია მიხეილ სააკაშვილი და ვერ მოერევა დღევანდელი ხელისუფლებაც

ევროპა აქ არის, ჩვენს ქვეყანაში და ამას ვერ მოერევა ვერც ერთი ხელისუფლება, ამას ვერ მოერია მიხეილ სააკაშვილი და ვერ მოერევა დღევანდელი ხელისუფლებაც, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის მხარდამჭერ აქცია-კონცერტზე განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალება და მისი ხელყოფის უფლება არ აქვს არც ერთ ხელისუფალს.

კორძაიას განცხადებითვე, დღეს საზოგადოება ხელისუფლებას კიდევ ერთხელ აგრძნობინებს, რომ ტოლერანტობის პრინციპი უნდა გატარდეს ქვეყანაში და რომ ის არის ევროპული ღირებულება. 

“დღეს ხალხი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ეუბნება, რომ განსხვავებული მედია უნდა არსებობდეს. შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ უნდა არსებობდეს. დღეს კიდევ ერთხელ ვაგრძნობინებთ ხელისუფლებას, რომ ტოლერანტობის პრინციპი უნდა გატარდეს ამ ქვეყანაში და რომ ეს არის ევროპული ღირებულება. ვიზიარებ შეფასებას, რომ დღეს ხელისუფლება აკეთებს იმას, რასაც წლების წინ თავად აპროტესტებდნენ. ევროპა აქ არის, ჩვენს ქვეყანაში და ამას ვერ მოერევა ვერც ერთი ხელისუფლება. ამას ვერ მოერია მიხეილ სააკაშვილი და ვერ მოერევა დღევანდელი ხელისუფლება”, - განაცხადა კორძაიამ.

“რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე ამ დრომდე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მიუხედავად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა, არხის ირგვლივ კვლავინდებურად არსებობს საფრთხე.

მათივე განცხადებით, ბრძოლა თავისუფალი სიტყვის დასაცავად გრძელდება. აქციაზე გარდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა იმყოფებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მედია ექსპერტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

აქცია-კონცერტი თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარეობს.