ევროკავშირთან შეთანხმებები შეიძლება გაუქმდეს, თუ ბრიუსელი უარს იტყვის თურქეთის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე

ევროკავშირთან შეთანხმებები შეიძლება გაუქმდეს, თუ ბრიუსელი უარს იტყვის თურქეთის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ევროკავშირთან შეთანხმებები შეიძლება გაუქმდეს, თუ ბრიუსელი უარს იტყვის თურქეთის მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესებაზე, - იუწყება სააგენტო Reuters. 

CNN Turk-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთი ბრიუსელს დოკუმენტის საბოლოო ტექსტს წარუდგენს.

„ან ეს დოკუმენტი სრულად შესრულდება ან გაუქმდება, მათ შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და შეთანხმება მიგრანტებზე“, - აღნიშნა მინისტრმა. 
ევროკავშირმა და თურქეთმა 2016 წლის მარტში შეათანხმეს ერთობლივი გეგმა საიმიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით. აღნიშნული ითვალისწინებს თურქეთში ყველა იმ არალეგალი მიგრანტის გაგზავნას, რომლებიც საბერძნეთში თურქეთის ტერიტორიიდან ჩავიდნენ. 

აღნიშნული შეთანხმებების ფარგლებში, ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს თურქეთის მოქალაქეებისათვის სავიზო მოთხოვნების გაუქმება შესთავაზა. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტი ევროკავშირს მიგრანტების შესახებ შეთანხმებიდან გამოსვლით დაემუქრა, თუ ევროკავშირი არ მიანიჭებდა თურქეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმს.