სერგეი კისლიაკის საუბრები დონალდ ტრამპისა და ჰილარი კლინტონის გარემოცვასთან დიპლომატის უფლებამოსილების ფარგლებს არ სცდებოდა

სერგეი კისლიაკის საუბრები დონალდ ტრამპისა და ჰილარი კლინტონის გარემოცვასთან დიპლომატის უფლებამოსილების ფარგლებს არ სცდებოდა

აშშ-ში რუსეთის ელჩის სერგეი კისლიაკის საუბრების შინაარსი დონალდ ტრამპისა და ჰილარი კლინტონის გარემოცვასთან აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიისას დიპლომატის სამსახურეობრივი უფლებამოსილების ფარგლებს არ სცდებოდა. აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

„ეს კისლიაკის სამუშაოა. ის საუბრობდა ორმხრივ ურთიერთობებზე, თუ რა ხდება აშშ-ში, რათა ჩვენ მოსკოვში უფრო საგნობრივი წარმოდგენა გვქონოდა“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა. 

მისი თქმით, ასეთი შეხვედრების წარმოდგენა, როგორც „საარჩევნო პროცესში ჩარევა“ დაუშვებელია. 

„რუსეთის ნებისმიერი ელჩი ნებისმიერ ქვეყანაში დაკავებულია ასეთი შეხვედრებით და ზუსტად ასე იქცევა აშშ-ის ნებისმიერი ელჩი, მათ შორის მოსკოვში“, - განმარტა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.