14-15 მარტს საქართველოს უმეტეს რეგიონში იწვიმებს

14-15 მარტს საქართველოს უმეტეს რეგიონში იწვიმებს

14-15 მარტს საქართველოს უმეტეს რეგიონში იწვიმებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, 13 მარტის ჩათვლით საქართველოში ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. აღნიშნულ პერიოდში ქვეყნის ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია იყოს ხანმოკლე წვიმა, რის შედეგადაც ტემპერატურის მკვეთრი კლება მოსალოდნელი არ არის. 

13 მარტის ჩათვლით დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და სანაპირო რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 18-23 გრადუსამდე იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში - 12-17 გრადუსამდე. თბილისში პერიოდულად მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ღამით ჰაერის მაქსიმალური ტმპერატურა 5-7 გრადუსი იქნება, დღისით - 15-17 გრადუსი.

ამასთან, დღეს, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე წამში 28 მეტრი იქნება. 12 მარტს ქარი შესუსტდება, თუმცა 13 მარტს შესაძლებელია ქარის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იყოს. 

დღეს, აღმოსავლეთ საქართველოში, გორი-სურამის მონაკვეთზე ასევე შესაძლებელია ქარი გაძლიერდეს, რომლის სიჩქარე 17-22 მეტრი წამში იქნება; კახეთსა და თბილისში სუსტი ქარი იქროლებს. 

14 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. შესაბამისად, ქვეყნის დასავლეთ რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით რამდენიმე გრადუსით დაიკლებს.