გიორგი მარგველაშვილი - არც ერთ ადამიანზე, რომელიც პიროვნულად ვერც წინა და ვერც ამ ცხოვრებაში ამის მეასედს ვერ გამიბედავდა, რასაც ეთერში ბედავენ, არ გამქცევია სიტყვა

გიორგი მარგველაშვილი - არც ერთ ადამიანზე, რომელიც პიროვნულად ვერც წინა და ვერც ამ ცხოვრებაში ამის მეასედს ვერ გამიბედავდა, რასაც ეთერში ბედავენ, არ გამქცევია სიტყვა

არც ერთ ადამიანზე, რომელიც პიროვნულად ვერც წინა და ვერც ამ ცხოვრებაში ამის მეასედს ვერ გამიბედავდა, რასაც ეთერში ბედავენ, არ გამქცევია სიტყვა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ სტუმრობისას განაცხადა.

„დავუშვათ დავპატიჟე 10-ში, როდესაც იყო სესია, ეს არის კონსტიტუციური ინსტიტუტების შერყევა, ღრმა უპატივცემულობა?! ერთადერთი, რაშიც ეს გამოიხატა, არის თურმე ის, რომ თურმე დავპატიჟე 10 რიცხვში, როდესაც იყო სესია. რაღაცნაირად ძალიან შევეჩვიეთ ამ საუბარს, ცოტა ზედმეტ სიტყვის გაქცევას, ცოტა ზედმეტად ნერვიულ საუბარს. რომ „დასქროლოთ“ და სამი წლის განმავლობაში ნახოთ განცხადებები პატივცემული მინისტრების, დეპუტატების, ეს აგრესია, ეს უნარი, რომ ძალიან იოლად სიტყვა გაგექცეს, ეს თემა, რომ ძალიან იოლად ნერვებს ვერ ითოკავენ - სამწუხაროდ, ძალიან შთამბეჭდავი მთელი ლექსიკონი შეიძლება შეიქმნას იმ უპატივცემულო გამონათქვამების, შეურაცხყოფის, იმ დამოკიდებულების, რომელსაც ძალიან მიზანმიმართულად პასუხს არ ვცემ. არასდროს გამქცევია სიტყვა ამ შეურაცხყოფის ფონზე. არასდროს პიროვნულად მათთვის არ გამიხსენებია, ვინ სად იყო, ვინ რას აკეთებდა. მომავალშიც ასე ვაპირებ გაგრძელებას, მაგრამ ცოტა ნუ დავიბნევით ამ მდგომარეობით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მას სამი წელიწადია ერთხელ არ გაქცევია სიტყვა. „არც ერთ ადამიანზე, რომელიც პიროვნულად ვერც წინა ცხოვრებაში, ვერც ამ ცხოვრებაში ამის მეასედს ვერ გამიბედავდა, რასაც ეთერში ბედავენ, არ გამქცევია სიტყვა და დღესაც ძალიან მშვიდად, დიდი პატივისცემის დაფიქსირებით, ვპასუხობ. არანიაირი უპატივცემულობა არც იმაში არ არის, რომ დავუშვათ დავპატიჟეთ იმ დღეს, როდესაც სესია იყო. დღესაც ჩემს პრეზენტაციაში იყო პატივისცემა საკონსტიტუციო კომისიის მიმართ, ამ პროცესის მიმართ, დახმარების სურვილი. ამ აგრესიას მე არც ერთ ეტაპზე არც ვპასუხობდი და არც ვუპასუხებ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.