გიორგი მარგველაშვილი - ერთადერთი ადამიანი, ვისაც ჩანაწერები არ უნახავს, პატრიარქია

გიორგი მარგველაშვილი - ერთადერთი ადამიანი, ვისაც ჩანაწერები არ უნახავს, პატრიარქია

ერთადერთი ადამიანი, ვისაც ეს ჩანაწერები არ უნახავს, არის პატრიარქი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ სტუმრობისას ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერების შესახებ განაცხადა.

„ამ ჩანაწერებისთვის მე არც მანამდე შემიხედავს. ბუნებრივია, რომ მდომოდა, ხელმისაწვდომი იქნებოდა, მაგრამ არც მანამდე შემიხედავს და როცა საჯარო გახდა, არც მის მერე შემიხედავს. მე მგონი, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ეს ჩანაწერები არ უნახავს, არის პატრიარქი და მგონია, რომ ძალიან სწორს შვრება. ჩემი ინფორმაციით, არ უნახავს და სწორს შვრება. მე არ ვარ პროკურორი, მოსამართლე, კვალიფიციური, რომ ეს ჩანაწერები ვნახო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პროკურორებს ჰქონდეთ გამოძიების შესაძლებლობა, ხოლო ადვოკატებს ჰქონდეთ შესაძლებლობა თავის მართლების. რასაც მედიაში ვუყურებ, ძალიან გახსნილი პროცესია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მას არასდროს არც ერთი ფარული ჩანაწერი არ უნახავს. „საზოგადოებსაც მოვუწოდებ, ფარულ ჩანაწერებს, რაც არ უნდა იყოს, მათი ნახვა არაფერში გვჭირდება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.