საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორად ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე დაინიშნა

საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორად ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე დაინიშნა

საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორად ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე დაინიშნა. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს ვებ-ვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ა.წ. 10 მარტიდან ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) განთავისუფლდა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობიდან. აღნიშნული ტელევიზიის ხელმძღვანელად დაინიშნა ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეუფე პეტრემ აღნიშნული თანამდებობდა წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დატოვა.