ვლადიმერ პუტინი და ლეონიდ თიბილოვი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის წესს განიხილავენ

ვლადიმერ პუტინი და ლეონიდ თიბილოვი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის წესს განიხილავენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ოკუპირებული სამხრთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი მარტის შუა რიცხვებში შეხვედრას გამართავენ, რომელზეც განიხილავენ შეთანხმებას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ცალკე ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის წესის თაობაზე.

აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მხარეები გეგმავენ განიხილონ რუსეთსა და ”სამხრეთ ოსეთის” რესპუბლიკას შორის შეთანხმება ”სამხრეთ ოსეთის” შეიარაღებული ძალების ცალკე ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის წესის თაობაზე. მხარეები ასევე განიხილავენ რესპუბლიკაში ხელფასებისა და პენსიის გაზრდას, ასევე სამედიცინო კლასტერის მშენებლობას“, - განაცხადა სურკოვმა.