„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით ოზურგეთში ახალი საწარმო გაიხსნება

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით ოზურგეთში ახალი საწარმო გაიხსნება

ასფალტის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდება ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთაში, რისთვისაც კომპანია „ახალი ქარხანა“ 1 002 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ახალი საწარმო 2017 წლის ივნისის თვეში გაიხსნება და ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ფოთსა და ქობულეთში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ ქარხანა საათში 80 ტონა ასფალტის წარმოებას შეძლებს და პირველ ეტაპზე 10 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.   

შპს „ახალი ქარხანა“  პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც  ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს.