მჯერა, რომ ყველა პროცესი, რომელიც მიმართულია „რუსთავი 2“-სკენ მალე მოგვარდება გამჭვირვალედ, სამართლიანად და კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თემაზე კომენტირებისას განაცხადა.
დავით სერგეენკოს განცხადებით, არავისთვის არ უნდა იყოს მომგებიანი ამ საკითხის პოლიტიზირება.
„ვფიქრობ, ზოგადად მედიასაშუალებებთან მიმართებაში საზოგადოების მაღალი ინტერესია და არავისთვის არ უნდა იყოს მომგებიანი ამ საკითხის პოლიტიზირება ან რაიმე დონით ანგაჟირება - ის რაც ხდება ამ დღეების განმავლობაში“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.