ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეხვედრის მთავარი საკითხი სირია იქნება.
„ხუთშაბათს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შევხვდები. სირია ჩვენი შეხვედრის ცენტრალური საკითხი იქნება. ირანი ცდილობს მუდმივ საფუძველზე დაიმკვიდროს თავი სირიაში, ხმელეთზე და ზღვაზე სამხედრო ყოფნით და ასევე ჩვენს წინააღმდეგ ფრონტი გახსნან გოლანის მაღლობებზე“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, ის რუსეთის პრეზიდენტს განუცხადებს ისრაელის მკაფიო და მტკიცე წინააღმდეგობას ამ საკითხთან მიმართებაში.
„მე განვუცხადებ რუსეთის პრეზიდენტს ისრაელის მკაფიო და მტკიცე წინააღმდეგობას მსგავს შესაძლებლობასთან მიმართებაში. იმედი მაქვს, შევძლებთ გარკვეული კონსენსუსის მიღწევას, რათა შევამციროთ შესაძლო კონფლიქტი ჩვენს ძალებს შორის, რასაც ჩვენ წარმატებულად ვახორციელებდით აქამდე“, - დასძინა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.