Human Rights Watch-ი - საქართველოში მედიათავისუფლება საფრთხის წინაშეა

Human Rights Watch-ი - საქართველოში მედიათავისუფლება საფრთხის წინაშეა

საკუთრების დავამ საქართველოში ყველაზე ყურებად მაუწყებელთან, „რუსთავი-2“-თან მიმართებაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია საქართველოს მთავრობის შესაძლო ჩარევის გამო როგორც მედია სივრცეში, ასევე სასამართლო სისტემაში, - ნათქვამია ორგანიზაცია Human Rights Watch-ის სტატიაში სათაურით „საქართველო: მედიათავისუფლება საფრთხის წინაშეა“.

სტატიაში ნათქვამია, რომ „რუსთავი-2“-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა, პოლიტიკური ოპოზიცია და უამრავი დამოუკიდებელი ჯგუფი ყოფილი მფლობელის სარჩელში და უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაში ხედავენ მთავრობის მიერ დაგეგმილ ნაბიჯს ოპოზიციურად განწყობილი არხის ხელში ჩასაგდებად“.

„რუსთავი-2“-ის სარედაქციო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანა, რასაც მთავრობა უჭერს მხარს, სერიოზული დარტყმა იქნება საქართველოში მედიაპლურალიზმისთვის და მნიშვნელოვნად შეზღუდავს საზოგადოების წვდომას ოპოზიციის მოსაზრებებზე“, - აცხადებს გოგია, Human Rights Watch-ის სამხრეთ კავკასიის დირექტორი გიორგი გოგია.

სტატიაში აღნიშნულია, რომ „ადგილობრივმა დამკვირვებლებმა ეჭვის ქვეშ დააყენეს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოსამართლეების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა“.