ე.წ. ციანიდის საქმეზე გაუთქმელობის პრინციპი დარღვეულია, ყველამ ყველაფერი იცის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.
„რა თქმა უნდა, გაუთქმელობასთან დაკავშირებით იყო კითხვები. თუმცა, მინდა საზოგადოება დავამშვიდო, რომ გამოძიების კონფიდენციალურ რეჟიმში წარმართვა არ ნიშნავს, რომ სასამართლო ასევე კონფიდენციალურად წარიმართება, ყველა მტკიცებულება, ყველა არგუმენტი განსაჯაროებული იქნება, თუმცა თქვენ ნახეთ, რომ აღნიშნულ საქმეზე არაფერი დაფარული არ დარჩა და ყველაფერი გარეთ გამოდის“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზაქარია ქუცნაშვილმა.