გიორგი კვირიკაშვილი „რუსთავი 2“-ზე - მიზანმიმართულად მოხდა გარკვეულად ზღვარის წაშლა მფლობელობის საკითხსა და მედიაპლურალიზმს შორის

გიორგი კვირიკაშვილი „რუსთავი 2“-ზე - მიზანმიმართულად მოხდა გარკვეულად ზღვარის წაშლა მფლობელობის საკითხსა და მედიაპლურალიზმს შორის

”რუსთავი 2”-თან დაკავშირებით, სამწუხაროდ, მიზანმიმართულად მოხდა გარკვეულად ზღვარის წაშლა მფლობელობის საკითხსა და მედიაპლურალიზმს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „რუსთავი 2“-ის მფლობელებს შორის დავის თაობაზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ქვეყანაში დისკუსია გააჩინა.

”პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებს და მოსაზრებებს, რითაც მათ განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ამ დამოკიდებულებით ვეკიდებით სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავის 2“-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას დროებითი ზომის გამოყენების თაობაზე. ”რუსთავი 2“-ის მფლობელებს შორის დავის თაობაზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ქვეყანაში დისკუსია გააჩინა. სამწუხაროდ, მიზანმიმართულად მოხდა გარკვეულად ზღვარის წაშლა მფლობელობის საკითხსა და მედიაპლურალიზმს შორის”, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის მიზანი იყო საუბარი იმ აღქმებზე, რომელიც დღეს ქვეყანაში შეიქმნა და რომელიც, მთავრობის მეთაურის აზრით, არსებული რეალობისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

თემა: ”რუსთავი-2”-ის საქმე