საზოგადოებრივ მაუწყებელზე 17 ივლისამდე - ახალი სეზონის დაწყებამდე არც ერთი გადაცემა არ დაიხურება. როგორც ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა განუცხადეს, მათსა და არხის მენეჯმენტს შორის მოხდა გარკვეული შეთანხმება, ხოლო მენეჯმენტის ახალი გეგმის შესახებ ხვალ, საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგეგმილ სხდომაზე გახდება ცნობილი.
"ზაფხულამდე არ შეიცვლება არაფერი. ჩვენ ვიმოძრავებთ იმ მიმართულებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებებიც შევასრულოთ და ეფექტიანი პროექტებიც გვქონდეს", - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელიამ.
მისივე თქმით, ხვალინდელ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებებს სტრუქტურაში მცირე ცვლილებების შეტანის შესახებ.