მამა გიორგის თხოვნით პროკურორებს გადავეცი ასეთი ჩანაწერი: „თუ მქონდა ციანიდი და თუ ვაპირებდი ვინმეს მოწამვლას, მაშინ ამ წყევლით იცხოვროს ჩემმა შთამომავლობამ, თუ არა და თქვენმა“

მამა გიორგის თხოვნით პროკურორებს გადავეცი ასეთი ჩანაწერი: „თუ მქონდა ციანიდი და თუ ვაპირებდი ვინმეს მოწამვლას, მაშინ ამ წყევლით იცხოვროს ჩემმა შთამომავლობამ, თუ არა და თქვენმა“

მამა გიორგიმ დაწერა და მე პროკურორებს გადავეცი ასეთი ჩანაწერი: თუ მქონდა ციანიდი და თუ ვაპირებდი პატრიარქის, შორენას თუ სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლას, მაშინ ამ წყევლით იცხოვროს ჩემმა შთამომავლობამ, თუ არა და თქვენმა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორებს აღნიშნული ჩანაწერი თავად დეკანოზის თხოვნით გადასცეს.

„შესაძლოა, ასე საუბარი სასულიერო ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია“, - აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პოზიციის დაფიქსირებით დეკანოზმა ჩვენების მიცემაზე ამ ეტაპზე უარი თქვა.

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორების ინფორმაციით, ბრალდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ ისინი დაწყევლა, ჩვენების მიცემაზე კი უარი განაცხადა.