ქართულ სცენაზე “ჰამლეტი“ დაბრუნდა

ქართულ სცენაზე “ჰამლეტი“ დაბრუნდა

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში დღეს საღამოს, უილიამ შექსპირის უკვდავი “ჰამლეტის“ პრემიერა გაიმართება.თეატრის სცენზე სპექტაკლი 31 ოქტომბრამდე დაიდგმება. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია, ამირან ამირანაშვილი. 

დღეს კი მედიის წარმომადგენელთათვის დახურული ჩვენება გაიმართება. 2010 წლის დასაწყისში მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრმა მიიღო მსახიობ ამირან ამირანაშვილის პროექტი, რომელიც გულისხმობდა ე. წ. “ვორქშოფს“ ახალგაზრდა მსახიობებთან, რომლის საბოლოო შედეგი იქნებოდა დასრულებული სპექტაკლი - უილიამ შექსპირის “ჰამლეტი“.

თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ამირანაშვილმა შეკრიბა 13 ახალგაზრდა ენთუზიასტი მსახიობი და მათთან შვიდი თვე ეტიუდებსა თუ სავარჯიშოებზე იმუშავა.

ინტერპრესნიუსი