სოსო ოხანაშვილის ინფორმაციით, იგი ირაკლი მამალაძეს მხოლოდ ერთხელ, გერმანიაში წასვლამდე ერთი თვით ადრე შეხვდა

სოსო ოხანაშვილის ინფორმაციით, იგი ირაკლი მამალაძეს მხოლოდ ერთხელ, გერმანიაში წასვლამდე ერთი თვით ადრე შეხვდა

რაზეც შეიძლება მე მამალაძეს ვყავდე ჩაწერილი, არის ის, რომ შეიძლება ვიღაც-ვიღაცებს სიტყვიერ შეურაცხყოფას ვაყენებდე, - ამის შესახებ პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა, სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი2”-ის ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ირაკლი მამალაძეს ის მხოლოდ ერთხელ, გერმანიაში წასვლამდე, დაახლოებით, ერთი თვით ადრე შეხვდა, შეხვედრა კი, ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებული გიორგი მამალაძის ინიციატივით გაიმართა. პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი აღნიშნავს, რომ ირაკლი მამალაძე აქტიურად ცდილობდა სხვადასხვა საკითხზე საუბარს და მისი პოზიციის გაგებას, თუმცა კონკრეტიკისგან თავს იკავებს. 

„ირაკლი მამალაძეს არ ვიცნობ. ამ პიროვნებას ერთხელ შევხვდი. მამა გიორგიმ დამირეკა, ვისადილოთო და შევხვდით ერთ-ერთ რესტორანში, მცირე დროით. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პიროვნებამ მეც ჩამწერა. ეს შეხვედრა ალბათ გერმანიაში წასვლამდე ერთი თვით ადრე მოხდა. რაზეც შეიძლება მე მამალაძეს ვყავდე ჩაწერილი არის ის, რომ შეიძლება ვიღაც-ვიღაცებს სიტყვიერ შეურაცხყოფას ვაყენებდე. ის (ირაკლი მამალაძე) ცდილობდა და აქტურობდა, რომ გვესაუბრა რაღაც საკითხებზე. ეს იყო ჩვეულებრივი შეხვედრა და შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მივანიჭე. უბრალოდ ვიკითხე თუ ვინ იყო ეს პიროვნება, რაზეც მამა გიორგიმ მითხრა, რომ ის მისი ნათესავია”, - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.