დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს 13:00 საათზე განახლდება

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს 13:00 საათზე განახლდება

ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვის პროცედურა დღეს, 13:00 საათზე განახლდება. 
ბრალდებულს სახელმწიფო ბრალდება სასჯელაღსრულების #9-ე დაწესებულებაში, ე.წ მატროსოვის ციხეში დაკითხავს. 

გუშინ გიორგი მამალაძის დაკითხვის პროცედურა ჩაიშალა. დაცვის მხარის განცხადებით, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც დაკითხვა ვერ მოხერხდა. ადვოკატებისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა, პროკურორმა. ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, გიორგი მამალაძე ამ გზით იმ კითხვებზე პასუხების გაცემას ერიდება, რომელიც გამოძიებას მასთან მიმართებით აქვს.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს. საქმეზე გამოძიება 18-108-ე მუხლით მიმდინარეობს.