პარლამენტი ხვალ ფარულ მოსმენა-მიყურადრებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით განიხილავს და კენჭისყრაზე დააყენებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდენტის განკარგულებით, მოწვეულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელიც 12:00 საათისთვის არის ჩანიშნული.
17 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტის მთავარი სიახლე არის ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელსაც ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ექსკლუზიური უფლებამოსილება ექნება.