ევროატლანტიკური კურსის კონსტიტუციაში ასახვას მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს

ევროატლანტიკური კურსის კონსტიტუციაში ასახვას მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს

ხელისუფლების პოზიცია გამოკვეთილია - ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსი საქართველოს კონსტიტუციაში არ დაფიქსირდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, შალვა შავგულიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

შავგულიძემ ხაზი გაუსვა, რომ ევროატლანტიკური კურსის კონსტიტუციაში ასახვას მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. ”მმართველი გუნდის პოზიციაა, რომ ასეთი ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში არ უნდა არსებობდეს. ჩვენ, ოპოზიციური პარტიები და ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ვაფიქსირებთ, რომ ასეთი ჩანაწერი კონსტიტუციაში უნდა გაკეთდეს”, - განუცხადა ჟურნალისტებს შავგულიძემ საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ.