ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღგენის თემას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოგონილს უწოდებს. „ეს არის ტრადიციულად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ატეხილი ამბავი. მათივე გამოგონილი თემაა, რომელსაც არანაირი საერთო არა აქვს რეალობასთან. ჩვენ ნებისმიერს საკითხს, სატრანსპორტო კავშირი იქნება თუ სხვა, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის პარალელურ რეჟიმში უნდა განვიხილავდეთ და განვიხილავთ კიდეც“, - განაცხადა დოლიძემ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ლარსის ალტერნატიული გზის თაობაზე შეთანხმდნენ. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ საქართველოს მთავრობა აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის გეგმას განიხილავს.