საქართველო უკვე დღეს მნიშვნელოვან გზავნილს უგზავნის ევროპას. გილოცავთ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, - ამის შესახებ მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც დიმიტრის ავრამოპულოსმა აღნიშნა, საქართველო არის შესანიშნავი მაგალითი პროგრესისა და რეფორმების.
”მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეინარჩუნებს პროგრესის დონეს და ის კვლავ წარმატებებს მიაღწევს და გააგრძელებს იგივე პასუხისმგებლობით, რომ შესრულდეს დაკისრებული მოვალეობები. უვიზო მიმოსვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მთელი რიგი რეფორმები იქნება სარგებლის მომტანი თქვენი ქვეყნისთვის.
საქართველო გახლავთ შესანიშნავი მაგალითი პროგრესისა და რეფორმების. ეს გახლავთ წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ევროკავშირის პერსპექტივების კუთხით. ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება, რომ მიესალმოს საქართველოს მოქალაქეებს, მალე უკვე როგორც ტურისტებს, მეგობრებს და ოჯახებს რათა გაზიარებული იყოს კულტურული თუ სპორტული, ბიზნეს და სასწავლო ღონისძიებები. იყო ევროკავშირის წევრი - ეს ნიშნავს რომ იყო ნაწილი მშვიდობის, ტოლერანტობის, სტაბილურობის, პროგრესის, და კეთილდღეობის. საქართველო უკვე დღეს მნიშვნელოვან გზავნილს უგზავნის ევროპას. გილოცავთ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, - განაცხადა მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა.