დიდუბის რაიონის გამგეობამ დიდუბესა და დიღმის მასივში სკვერების რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპზე, სამუშაოები 8 მისამართზე მიმდინარეობს.
წყალტუბოს ქუჩის N1,2,3,4-ში, ცაბაძის ქუჩის N1,2-ში, წერეთლის გამზირის N55ა, 61, 71-73 და 132-ში, ასევე, დიღმის მასივის, მე-3 კვარტლის მე-11, მე-12 კორპუსებთან კონტრაქტორი კომპანია დაზიანებული ინვენტარის დემონტაჟს ახორციელებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში, შეიცვლება საფეხმავლო ბილიკები, სანაგვე ურნები, საპარკე სკამები, პატარებისთვის კი სათამაშო ატრაქციონები დამონტაჟდება.
სკვერების რეაბილიტაციის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს „ქაგა“ ახორციელებს.