არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი საქართველოს მასშტაბით ატარებს  სტუდენტურ ოლიმპიადას ეკონომიკაში - ,,მომავალი ეკონომისტი’’.

არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი საქართველოს მასშტაბით ატარებს სტუდენტურ ოლიმპიადას ეკონომიკაში - ,,მომავალი ეკონომისტი’’.

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში არსებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს, მათ შორის უცხოელებს. ოლიმპიადა ჩატარდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ოლიმპიადა ჩატარდება სამ ტურად. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი და არაფულადი პრიზები

ოლიმპიადის გამარჯვებული მიიღებს 1 000 ლარს, მეორეადგილოსანი დაჯილდოვდება 700 ლარით, მესამეადგილოსანი - 500 ლარით, მეოთხეადგილოსანი - 400 ლარით, მეხუთეადგილოსანი - 300 ლარით. პირველ ათეულში გასული სტუდენტები მიიღებენ სხვადასხვა არაფულად პრიზებს.

ოლიმპიადა გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში. დარეგისტრირების ბოლო ვადაა 26 მარტი.

 ოლიმპიადაზე დარეგისტრირება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.olympiad.ge ან ღონისძიების Facebook გვერდზე

https://www.facebook.com/olympiadepec/?ref=aymt_homepage_panel