პატრიარქის დაცვის უკვე ყოფილი უფროსი, სოსო ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ ის შესაძლოა დააკავონ, - ამის შესახებ მან ”რუსთავი 2”-ის გადაცემაში ”პოსტსკრიპტუმი” განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას - გამორიცხავს თუ არა ამ გეგმის ნაწილი მისი დაკავებაც ყოფილიყო.
როგორც სოსო ოხანაშვილმა აღნიშნა, იყო და ახლაც არის მცდელობები, რამენაირად მოხდეს მისი ამ საქმესთან დაკავშირება. ”დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ეს გეგმა იმდენად მძიმე შეიძლება იყოს, რომ მე არაფერს გამოვრიცხავ.
ხელი მაქვს მოწერილი გაუთქმელობაზე. დავიკითხე და მითხრეს, რომ თუ საჭირო გახდა, კიდევ დაგიძახებთ. მე ვთქვი, რა თქმა უნდა, რამდენჯერაც საჭირო გახდება. ჩემი და ყველას ვალია დავეხმაროთ გამოძიებას, რომ ამ დილემიდან, ჩიხიდან გამოვიდეს და ნათელი მოეჰფინოს ყველაფერს”, - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.