დღეიდან დიდმარხვა დაიწყო

დღეიდან დიდმარხვა დაიწყო

27 თებერვლიდან დიდმარხვის პირველი კვირა დაიწყო. მორწმუნეებისთვის დიდმარხვის პირველი შვიდეული მკაცრია. მოძღვრის კურთხევით ეკლესიური ადამიანები მთელ კვირას უზეთო საჭმელს იღებენ, ვისაც ეს არ შუძლია, ამ წესის დაცვას ოთხშაბათსა და პარასკევს ცდილობს. 

პირველი ოთხი დღის განმავლობაში ტაძრებში, სხვა მსახურებასთან ერთად, წმინდა ანდრია კრიტელის ლოცვა იკითხება, რომელსაც სინანულის განსაკუთრებული ძალა აქვს.
კვირის დღეებში საღმრთო წირვები აღარ ტარდება. ოთხშაბათსა და პარასკევს მხოლოდ პირველშეწირულის წირვა იმართება. 
ასევე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მთელი დიდმარხვის განმავლობაში მორწმუნეები დილა-საღამოს ლოცვების შემდეგ ეფრემ ასურის ლოცვებს კითულობენ. 

დიდმარხვა 16 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.