გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობა, შესაძლოა, 70-იანი წლების შემდეგ ყველაზე მასშტაბური ტერორისტული საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. აღნიშნული განცხადება ტერორიზმის საკითხებში ბრიტანეთის დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა, მაქს ჰილმა, „ტელეგრაფისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ჰილის თქმით, დაეშის მებრძოლები ბრიტანეთის მოსახლეობაზე თავდასხმას გეგმავენ. ანალიტიკოსის განმარტებით, ისლამისტების სამიზნე ბრიტანული ქალაქები გახდება და ამის იმდენად დიდი შანსია, რომ უარყოფას ვერავინ შეძლებს.