აშშ-მ, შესაძლოა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო დატოვოს

აშშ-მ, შესაძლოა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო დატოვოს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო დატოვოს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Politico ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის თანახმად, აღნიშნულ შესაძლებლობას ტრამპის ადმინისტრაცია უკვე განიხილავს. 

Politico-ს ცნობით, აშშ-ის მიერ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანოს დაუყოვნებლივ დატოვებას არ უნდა ველოდოთ. საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა, გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ და თავად თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა უნდა მიიღონ. 

არსებული ინფორმაციით, ოფიციალური ვაშინგტონი ისრაელისადმი საბჭოს დამოკიდებულებითა და მის შემადგენლობაში ადამიანის უფლებათა დამრღვევი სახელმწიფოების ყოფნითაა უკმაყოფილო.