წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთში ყაჩაღობა მოხდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთში ყაჩაღობა მოხდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთში შალამბერიძეების ოჯახი დააყაჩაღეს. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ოჯახის უფროსს საკუთარ საცხოვრებელ სახლში რამდენიმე ნიღბიანი პირი დახვდა, რომლებმაც 70 წლამდე მამაკაცს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, ჯიბეში არსებული თანხა წაართვეს, შემდეგ გაიტაცეს, გააშიშვლეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„რაც ფული ჰქონდა ჯიბეში, ამოაცალეს და წაიღეს. შემდგე კი გაიტაცეს და სცემეს. გააშიშვლეს და ასე მიატოვეს. არ ვიცით, რატომ მოიქცნენ ასე“, - აცხადებენ დაზარალებულის ოჯახის წევრები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.