სამგორის რაიონში სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე პირი დააკავეს

სამგორის რაიონში სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე პირი დააკავეს

სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც რამდენიმე პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველმა აცნობა, ადგილზე მობილიზებული იყო შსს-ს სპეცრაზმის 20-მდე თანამშრომელი. 
”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, რომ მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიება და ინფორმაციას თავად უწყება გაავრცელებს.