პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და ის დღეს წირვას აღავლენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა.
ექიმის განცხადებით, უწმინდესი სხვა დამატებით სამედიცინო კვლევებს არ საჭიროებს.
“პატრიარქის მდგომარეობა კარგია. ის სხვა სამედიცინო შემოწმებას არ საჭიროებს. პატრიარქი დღეს წირვას აღავლენს”, - განაცხადა ცისანა შარტავამ.